Saturday, October 11, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.

ზოგადი კითხვა    

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის  ჯანმრთელობა?

თემატური კითხვები 

  • რატომ არის მოწევა ზიანის მომტანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის
  • რატომ იწვევს თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებები უამრავ პათოლოგიებს? 
შინაარსობრივი კითხვები  
  • თამბაქოს კვამლში შემავალი რომელი ნივთიერებებია განსაკუთრებით ტოქსიკური?
  • რა დაავადებაა ემფიზემა და რა სიმპტომები ახლავს მას?   
  • როგორი სტატისტიკური მონაცემები არსებობს საქართველოში მწეველი    ადამიანების რაოდენობასთნ დაკავშირებით?
      

მოსწავლის მიზნები და ამოცანები.


მოსწავლეები

  • გაანალიზებენ თუ რა მავნე გავლენას ახდენს თამბაქოს მოწევა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  • ჩაატარებენ კვლევას (გამოკითხვას) თუ რატომ არის თანამედროვე საზოგადოების პრობლემად მიჩნეული მწეველი ადამიანების დიდი რაოდენობა.
  • ექსპერიმენტატორები კვლევით დაადასტურებენ მოწევის უარყოფით ზეგავლენას ჯანმრთელობაზე.

მესამე დღის რეფლექსია

1დავამთავრეთ ბროშურაზე მუშაობა.                 
2ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.       
3პოვერ პოინტში შევქმენით სლაიდები.      
4შევარჩიეთ პროექტის შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორი.   
    

Thursday, October 2, 2014

რატომ არის მოწევა საზიანო ადამიანის(განსაკუთრებით მოზარდის) ჯანმრთელობისთვის?

        ,,თამბაქო საოცრად გავრცელებული მომაკვდინებელი იარაღია". ასეთი განაჩენი გამოუტანა მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ.
        მისი მოწევა, განსაკუთრებით კი მოზარდებში, მაშინ როდესაც მათი ორგანიზმი ინტენსიური ზრდა-განვითარების პროცესშია და განსაკეთრებით მგრძნობიარეა თამბ აქოს კვამლის მიმართ, იწვევს უამრავ პათოლოგიებს.
          ჩემი პროექტის მიზანია მოსწავლეებს გავაცნო თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენა მათ ჯანმრთელობაზე და პოპულარიზაცია გავუწიო ჯანსაღი ცხოვრების წესს. ავამაღლო მათი ცნობიერება, რომ თავად გააკეთონ დასკვნები ღირს თუ არა ამგვარი მსხვერპლის გაღება?

Saturday, September 27, 2014

პირველი დღის რეფლექსია

დავრეგისტრირდი intel-ის სასწავლო პროგრამაზე. გავეცანით პროექტის მიზნებს, შევქმენი ახალი ბლოგი, გავეცანი პროექტის გეგმის სასწავლო პროგრამას და 21- საუკუნის უნარ ჩვევებს. შევარჩიე ჩემტვის მისაგები სამი უნარ ჩვევა, რაც მინდა გამოუმუშავო ჩემს მოსწავლეებს.