Sunday, October 26, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელ დგეს გადავათვალიერეთ ჩვენი ნამუშევრები, ვეცადეთ, რომ პორტფოლიოები განგვეთავსებინა ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ სამწუხაროთ ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოვახერხეთ. ვიწვალეთ საკმაოთ რადგან სინათლე ორჯერ გაგვეთიშა. დამატებით დღეს მომიწია მოსვლა და პორტფოლიოს გამოქვეყნება.

Saturday, October 18, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს საკმაოდ რთული და დამღლელი სამუშაო იყო. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი. გავეცანით სასწავლო პროცედურის ნიმუშებს. გადავხედეთ ერთმანეთის ბლოგებს. დავიწყეთ მუშაობა პუნქტზე სასწავლო პროცედურები.

Thursday, October 16, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით INTEL-ის ბიბლიოთეკიდან შეფასების რუბრიკებს და გავაკეთეთ ჩვენს პროექტთან მისი ადაპტირება. გავაკეთეთ პორტპოლიოს რედაქტირება და განვათავსეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მეხუთე დღის რეფლექსია

Sunday, October 12, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს საინტერესო დღე იყო, ასევე საკმაოდ რთული და შრომატევადი, მაგრამ მრავლის მომცემი. ვისწავლე პორტფოლიოს პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება და გამოქვეყნება. განვიხილეთ ჯგუფის წევრების შეკითხვები. მივიღეთ დავალება გავწეროთ შეფასების დროის ჩარჩო.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, October 11, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.

ზოგადი კითხვა    

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის  ჯანმრთელობა?

თემატური კითხვები 

  • რატომ არის მოწევა ზიანის მომტანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის
  • რატომ იწვევს თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებები უამრავ პათოლოგიებს? 
შინაარსობრივი კითხვები  
  • თამბაქოს კვამლში შემავალი რომელი ნივთიერებებია განსაკუთრებით ტოქსიკური?
  • რა დაავადებაა ემფიზემა და რა სიმპტომები ახლავს მას?   
  • როგორი სტატისტიკური მონაცემები არსებობს საქართველოში მწეველი    ადამიანების რაოდენობასთნ დაკავშირებით?
      

მოსწავლის მიზნები და ამოცანები.


მოსწავლეები

  • გაანალიზებენ თუ რა მავნე გავლენას ახდენს თამბაქოს მოწევა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  • ჩაატარებენ კვლევას (გამოკითხვას) თუ რატომ არის თანამედროვე საზოგადოების პრობლემად მიჩნეული მწეველი ადამიანების დიდი რაოდენობა.
  • ექსპერიმენტატორები კვლევით დაადასტურებენ მოწევის უარყოფით ზეგავლენას ჯანმრთელობაზე.

მესამე დღის რეფლექსია

1დავამთავრეთ ბროშურაზე მუშაობა.                 
2ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.       
3პოვერ პოინტში შევქმენით სლაიდები.      
4შევარჩიეთ პროექტის შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორი.   
    

Thursday, October 2, 2014

რატომ არის მოწევა საზიანო ადამიანის(განსაკუთრებით მოზარდის) ჯანმრთელობისთვის?

        ,,თამბაქო საოცრად გავრცელებული მომაკვდინებელი იარაღია". ასეთი განაჩენი გამოუტანა მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ.
        მისი მოწევა, განსაკუთრებით კი მოზარდებში, მაშინ როდესაც მათი ორგანიზმი ინტენსიური ზრდა-განვითარების პროცესშია და განსაკეთრებით მგრძნობიარეა თამბ აქოს კვამლის მიმართ, იწვევს უამრავ პათოლოგიებს.
          ჩემი პროექტის მიზანია მოსწავლეებს გავაცნო თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენა მათ ჯანმრთელობაზე და პოპულარიზაცია გავუწიო ჯანსაღი ცხოვრების წესს. ავამაღლო მათი ცნობიერება, რომ თავად გააკეთონ დასკვნები ღირს თუ არა ამგვარი მსხვერპლის გაღება?

Saturday, September 27, 2014

პირველი დღის რეფლექსია

დავრეგისტრირდი intel-ის სასწავლო პროგრამაზე. გავეცანით პროექტის მიზნებს, შევქმენი ახალი ბლოგი, გავეცანი პროექტის გეგმის სასწავლო პროგრამას და 21- საუკუნის უნარ ჩვევებს. შევარჩიე ჩემტვის მისაგები სამი უნარ ჩვევა, რაც მინდა გამოუმუშავო ჩემს მოსწავლეებს.